რეზონანსი
29.12.2019

(რეზონანსი) ჩვენზე რაც იყო დამოკიდებული, გაკეთებული გვაქვს, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყლების საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „საპატრიარქოს შუამდგომლობების მხოლოდ 5 პროცენტია დაკმაყოფილებული".

„მე როგორ გითხრათ პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ. ზოგადად, საპატრიარქოს შუმდგომლობების მხოლოდ 5 პროცენტია დაკმაყოფილებული. ჩვენზე რაც იყო დამოკიდებული გაკეთებული გვაქვს. შუამდგომლობა გაიგზავნა სინოდიდან ერთ კვირაში. ჩვენზე რაც იყო დამოკიდებული გავაკეთეთ", - აღნიშნა ჯაღმაიძემ.

კითხვაზე, მისი აზრით, რატომ არ იწყალებს პრეზიდენტი მამალაძეს, უპასუხა: „მე როგორ უნდა გითხრათ პრეზიდენტი რატომ არ იწყალებს?! ჰკითხეთ პრეზიდენტს".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×