რეზონანსი
29.12.2019

(რეზონანსი) "ყველაზე წარუმატებელი კაცი პოვებს უდიდეს სიყვარულს ქართულ სუფრაზე და აუცილებლად ხდება ბედნიერი",-ამის შესახებ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, ანზორ ერქომაიშვილის სამეცნიერო ნაშრომის პრეზენტაციაზე.

"ამ თემას არ ვეშვები და მე მგონია, რომ სწორი მიგნება მაქვს - ის, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა და ამავდროულად, პოლიფონიის სამშობლოა, არაფერი შემთხვევითი არაა.

თუ ნახავთ, ჩვენს თითოეულ კუთხეში - იმერეთი, ქართლ-კახეთი, გურია, სამეგრელო, ყველას არ ჩამოვთვლი, ჩვენს პოლიფონიურ ფოლკლორს, შეიძლება, არც ნახო ქართველი კაცი და ისე მოახერხო გაცნობა ხალხური სიმღერით, მაგრამ ის, რომ პოლიფონიის და ღვინის სამშობლო საქართველოა, მე მგონი, ეს არ არის შემთხვევითი, რომელიც კარგად აისახება ქართველი კაცის ხასიათში და ჩემი აზრით, ჩვენი ცივილიზაციის ყველაზე დიდი მონაპოვარი სწორედ ამ ორ შედევრზე დგას, რომელსაც ქართული სუფრა და მისი წესი თავის თამადით ეწოდება და მე ვიქრობ, ყოფითი ცხოვრების არსი, არსი თვითონ ცხოვრება გახლავთ და ყოფითი ცხოვრების ყველაზე დიდი შენაძენი სიყვარული და ბედნიერებაა.

მე ვფიქრობ, რომ ქართული სუფრა არის ჭეშმარიტად ყველაზე დიდი მონაპოვარი ადამიანის ყოფითი ცხოვრების, რამეთუ ქართული სიფრა არის ფეიერვერკი სიყვარულის და ბედნიერების, ყველაზე წარუმატებელი კაცი პოვებს უდიდეს სიყვარულს ქართულ სუფრაზე და აუცილებლად ხდება ბედნიერი", - ამბობს ბიძინა ივანიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×