რეზონანსი
29.12.2019

(რეზონანსი) ლუგანსკისა და დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებსა და უკრაინულ მხარეს შორის ტყვეთა გაცვლის პროცედურა დაიწყო, რომელიც გორლოვკასთან მიმდინარეობს.

ამ დროისთვის ტყვეთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. წინასწარი მონაცემებით, რომელსაც რუსული მედია ავრცელებს, უკრაინული მხარე დონეცის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლებს 87 მებრძოლს გადასცემს, დონეცკის მხარე კი უკრაინას 53 სამხედროს დაუბრუნებს.

ტერიტორია, სადაც ტყვეთა გაცვლა უნდა განხორციელდეს, ჟურნალისტებისთვის დახურულია.

არსებული ინფორმაციით, 2017 წლის შემდეგ, ეს ტყვეთა გაცვლის ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×