რეზონანსი
29.12.2019

(რეზონანსი) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში 30 წლის ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

როგორც გარდაცვლილის მეუღლის ნათესავები აცხადებენ, ინციდენტს წინ ცოლ-ქმრის სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა, რის შემდეგაც ქალმა სოფლის დეპუტატის საძროხეში თავი ჩამოიხრჩო.

გარდაცვლილის მამა ამბობს, რომ ცხედარს ზურგის არეში აღენიშნება ძალადობის კვალი და შესაბამის უწყებებს სიძის დაკავებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სიძეს ყავდა მეგობარი გოგონა, რომლისგანაც შვილი გაუჩნდა და ოჯახში კონფლიქტის მიზეზი სწორედ ეს იყო.

30 წლის ქალს სამი შვილი დარჩა, უმცროსი წლის და 2 თვისაა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Ipress.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×