რეზონანსი
28.12.2019

(რეზონანსი) ია ჭიკაძე მეოთხე წელია ესპანეთის ქალაქ კორდობაში ცხოვრობს. მას იქ თავისი საქართველო აქვს - ქართველი მეგობრებით, ეროვნული დროშითა და ქართული ტრადიციებით. ესპანეთში დაბადებულ ქართველ ბავშვებს, ია უსასყიდლოდ ასწავლის ქართულს.

"მინდა ახალი წელი მოგილოცოთ, ქართველმა ემიგრანტებმა, რომლებიც მოწყვეტილები ვართ ქართულ მიწას, ჩვენს ოჯახებს, ტრადიციებს. სწორედ ამიტომ, რომ ასე შორს ვართ ჩვენი ქვეყნისგან და ტრადიციებისგან, ვცდილობთ, ამ შორეულ მიწაზე ჩვენი პატარა საქართველო გვქონდეს. ახალი წელი მოდის, უდიდესი დღესასწაული, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. საახალწლო სუფრაზე გვექნება ყველა ტრადიციული კერძი, რაც ქართულ სუფრას ამშვენებს, გოზინაყი, რომელიც ჩვენი სუფრის დედოფალია, ასევე აუცილებლად მოვამზადებთ საცივს. არ დავარღვევთ ტრადიციას და ზუსტად 12 საათისათვის, აქ მაშინ 9 საათი იქნება, ჩვენს ოჯახებს, ჩვენთვის ძვირფას ადამიანებს, რომლებიც დავტოვეთ საქართველოში, შევეცდებით ინტერნეტის საშუალებით, შორიდან მივულოცოთ ახალი წელი.

წესისამებრ, მოვრთეთ ნაძვის ხე, ტიკით გვაქვს ქართული ტრადიცული ღვინო, ქართული დროშის ორნამენტებიანი, თექის ნაბადი, რომელიც ჩემი გაკეთებულია. კედელზე გვიკიდია ეროვნული დროშა, რომლის ყოველ შეხედვაზე, გვახსენდება, რომ სადაც არ უნდა ვიყოთ და რასაც უნდა ვაკეთებდეთ, არასოდეს უნდა დავივიწყოთ ჩვენი ქვეყანა. აუცილებლად უნდა გვქონდეს იმედი და მინდა, რომ საქართველო იყოს ერთიანი, გაბრწყინებული, გალაღებული ქვეყანა. აღარ მინდა ვინმე იყოს მშიერი და უკიდურესად გაჭირვებული. გილოცავთ კიდევ ერთხელ", - განაცხადა ია ჭიკაძემ.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×