რეზონანსი
28.12.2019

(რეზონანსი) რუსეთის დუმის პარლამენტთაშორისი ჯგუფის ხელმძღვანელი ლეონიდ კალაშნიკოვი ფეისბუქის პირად გვერდზე ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ეხმიანება:

"მივესალმები იმ ფაქტს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია და ეს ახალი წლის წინ მოხდა. მოხარული ვარ, რომ ამ საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს რუსმა და ქართველმა პარლამენტარებმა, ჩვენმა კოლეგებმა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან". მთელი ამ პერიოდის მანძილზე, ჩვენი შეხვედრებისა და კონტაქტების დროს, ისინი უდიდეს ყურადღებას უთმობდნენ ამ უმნიშვნელოვანეს საკითხს.

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია.იმედი გვაქვს, რომ ეს ამბავი საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვართან სიტუაციის განმუხტვის დასაწყისი იქნება"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×