
(რეზონანსი) ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" ლიდერი, დავით ქაცარავა ალიასთავ საუბრისას ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ეხმაურება:
"ჩვენ ყველამ, საზოგადოებას, კონკრეტულად არავის დამსახურება არაა, საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის ერთად დგომის შედეგია, საზოგადოების მიერ ხელისუფლებაზე ზეწოლის შედეგიც ასევე, რა თქმა უნდა ხელისუფლებამაც იმუშავა.
ვინმე თუ რამეს იბრალეს, რომ დღევანდელი დღე მისი დამსახურებაა მხოლოდ, ესე იგი ეს ადამიანი ვერ აღიქვამს სწორად პრობლემას და მაშტაბს.
უკვე არის ვერსიები, მაგალითად, რამდენიმე დღის წინ, რუსეთს გადავეცით რუსი ტერორისტი დიმიტრი ბიკოვი - ხომ არ იყო ეს გაცვლა?
ან, ხომ არ მოხდება ეს საოკუპაციო ხაზთან რამე პროცესების ხრაჯზე - ჩვენ ვიცით, რომ დე ფაქტო ხელისუფლება და რუსეთი ითხოვს ჩორჩანაში მოიხსნას ქართული საგუშაგო.
ჩორჩანა-წარღვლის ტყეში პროცესი არ გაჩერებული, მართალია, ხელისუფლებამ, იქ ხელოვნურად შექმნა ინფორმაციული ვაკუუმი, მაგრამ ჩვენ მაინც ვახერხებთ ინფორმაციის მოპოვებას."
ალია