რეზონანსი
12.11.2019

დარგეს2019 წლის 12 ნოემბერს, შპს „ჯორჯიან მანგანეზი“-ს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლებმა, ორგანიზაცია „ქალები მომავლისათვის“ წარმომადგენლებთან ერთად, ქარხნის ტერიტორიის მიმდებარედ, ქვედა საქარის თემში, 25 ათასი ძირის დარგვის აქციის ფარგლებში 500 ძირი ნერგი დარგეს.კომპანია გამწვანების პროექტს ეტაპობრივად ახორციელებს. „ჯორჯიან მანგანეზი“ თანამშრომლებმა მიმდინარე წლის მარტში, აპრილში და ოქტომბერში თანაორგანიზატორებთან და მოხალისეებთან ერთად ალვის, კვიპაროსის, მწვანე&იფანის და აკაციის ხეები დარგეს.კომპანიის მიერ პარალელურად, ქარსაცავი ზოლის შემოღობვის სამუშაოები ჩატარდა.„აღსანიშნავია, რომ მთლიანობაში, ქარსაცავი ზოლი 4,5 კილომეტრის სიგრძის პერიმეტრს მოიცავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ფეროშენადნობთა ქარხნისთვის, ისე მიმდებარე სოფლებისთვის.„ჯორჯიან მანგანეზისთვის“ გარემოსდაცვითი პოლიტიკის განხორციელება პრიორიტეტული მიმართულებაა.“ – განაცხადა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნი დირექტორმა ვასილ გველესიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×