რეზონანსი
23.11.2019
„ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში ეკოლოგიური ვითარების გაუმჯობესების ზრუნვის ფარგლებში დაპირებების შესრულებას აგრძელებს.
კომპანიამ რამდენიმე კვირის წინ ტექნიკური გადაიარაღების ფარგლებში ახალი თაობის თბომავლების შეძენა დაანონსა და ამის საპასუხოდ, „ჯორჯიან მანგანეზმა“ TEM2 და TEM-2-U ტიპის ორი თბომავალი შეიძინა.
თბომავლების ტრანსპორტირება ჭიათურაში უკვე განხორციელდა და მადნის სარკინიგზო ხაზით გადაზიდვაში მონაწილეობას მომდევნო კვირიდან მიიღებენ.
მაღაროებში მოპოვებული მადანი, თბომავლების მეშვეობით შემკრებ მოედანზე გადაიზიდება, საიდანაც მისი ტრანსპორტირება ზესტაფონისა და სხვა გადამამუშავებელი ქარხნებისკენ მოხდება.
„ჯორჯიან მანგანეზი“ ეკოლოგიური ვითარების გაუმჯობესების ფარგლებში დაპირებების შესრულებას აგრძელებს. კომპანიამ ჭიათურაში ახალი თბომავლები შემოიყვანა, რომლებიც ამჟამად სატესტო რეჟიმში არიან და უახლოეს მომავალში თავის საქმიანობას შეუდგებიან. შესაბამისად, ეს კიდევ ერთი სიახლეა, რომელიც კომპანიამ ქალაქს შესთავაზა,“ - აღნიშნა „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმოების პროცესების კოორდინატორმა ივა ხეთაგურმა.
„ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში ეკოლოგიური ვითარების გაუმჯობესებაზე ზრუნავს. სწორედ ამიტომ, მან დამატებით ორი TEM2 და TEM-2-U ტიპის თბომავალი შეიძინა. ახალი თბომავლების შეძენა კომპანიას სამუშაოების შესრულების პროცესს გაუმარტივებს,“ -  განაცხადა ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის რკინიგზის საამქროს უფროსმა ვასილ ტაბატაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×