რეზონანსი
28.12.2019

(რეზონანსი) პირველივე დღიდან პოზიცია არ შემიცვლია... მე ვიყავი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ეს განცხადება ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა მისი გათავისუფლების შემდეგ გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ექიმი დეტალურად იხსენებს დაკავების პროცესს:

"პრველი მიზეიზ იყო ჩემი ავადმყოფის ნახვა, სამწუხაროდ გვარს ვერ ვიტყვი რადგან ალბათ პრობელმა შეექმნება ამ ადამიანს, ვიყავი სანახავად და რომ დამაკავეს სამხედრო ნაწილებს ვუთხარი რომ ეკლესიის ნახვა მინდოდა სოფელში.

შეწყალების თხოვნა კი დავწერე გუშინ საღამოს 7 საათი იყო. თუმცა ბრალი არ მიღიარებია, ეს იყო თავიდანვე. დაკავების მიზეზი იყო როგორც ყველა. განსხხვავება ის იყო რომ ალბათ მე ვიყავი მეათასე დაკავებული... ჩემი პოზიცია იყო პირველივე დღიდა და არ შემიცვლია, მე არ დამიტოვება საქართველოს საზღვარი, ვიცი რაც არის საზღვრის გადაკვეათ და პირველივე დღესვე რუსი სამხედორები იქნებოდნენ თუ ცხინვალის კაგებე თუ მილიციის თანამშრომლები, ვუთხარი რომ მე არ დამიტოვებია საქართველოს ტერიტორია და მე ვიმყოფებოდი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორეიაზე" - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×