რეზონანსი
28.12.2019

რუსეთში მცხოვრები გივი მდივნიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი სეპარატისტებმა ქართველი მოჭიდავეების ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს.

"ვაჟა გაფრინდაშვილი გაათავისუფლეს ქართველმა მოჭიდავეებმა, ზუსტად ამ ბიჭების დამსახურებაა, რომ იგი დღეს თავის ოჯახის გვერდითაა ...

- მე გუშინ მომივიდა ინფორმაცია ოსი მოჭიდავეებისგან რომ, ვაჟა გაფრინდაშვილს ათავისუფლებდნენ და უბრალოდ საქმე რომ არ გაფუჭებულიყო - გაჩუმებული ვიყავი.

- არც დღეს მინდოდა პოსტის დაწერა მაგრამ ზოგიერთმა უნამუსო არსებამ მაიძულა.

- რომელი საერთაშორისო პარტნიორები, რომელი რუსი დეპუტატები, რააა ნაცები...რა ბურჯანაძე ....რააა ინაშვილი .... თქვენ ხომ არ გააფრინეთ ....?!,

- ვაჟა გაფრინდაშვილს ოსურ ხაბიძგინებს, ოსურ ფიჩინებს არ აკლებდა საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია ....

- ჩვენ გვყავს გმირი მოჭიდავეები, რომლებიც ქართველი ერის გვერდით არიან ყოველთვის...!!!

- გადახედეთ ფოტოს, ჭიდაობის ფედერაციის სპორტული რეიტუზები რო აცვია .... ეგ საიდან .... ხომ არ მეტყვით ცხინვალის ციხეში ?

პს: ასე რომ... ზოგიერთები მართლა ვარდისფერი სპილოები ხართ !", - წერს გივი მდივნიშვილი.

წყარო: infopostalioni.com

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×