რეზონანსი
28.12.2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საშობაოდ არც არც დეკანოზ მამალაძეს და არც სხვა პატიმრებს არ შეიწყალებს.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ირინა შენგელია აცხადებს, რომ არავის შეწყალკება არ იგეგმა, გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით კი მისი თქმით ძალიან ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი.

"პრეზიდენტმა უკვე არაერთხელ თქვა, რომ წინასაახალწლოდ არ იგეგმება შეწყალება. რაც შეეხება გიორგი მამალაძეს, წინასწარ ამ საკითხზე პასუხს ვერ მოგცემთ, რადგან მილიონი რამეა გასათავლისწინებელი. ჯერ საქმეა შესასწავლი და ეს მთელი პროცედურაა. წინასაახალწლოდ არც მამალაძის და არც სხვა მსჯავრდებულების შეწყალება არ იგეგმება", - აცხადებს პრეზიდენტის მრჩეველი ირინა შენგელია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×