რეზონანსი
28.12.2019

ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, პრობლემა არ მაქვს - განაცხადა თბილისში საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მისულმა ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

მისი თქმით, უკანონო პატიმრობაში ყოფნისას მას ერთხელ ჰქონდა ქართული არხის ნახვის საშუალება.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, პრობლემა არ მაქვს. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. სამწუხაროდ, დიდი ინფორმაცია არ მქონდა, გზაში რაც მითხრა ჩემმა მეუღლემ, რაც მქონდა საშუალება, ორჯერ მქონდა მგონი თუ ერთხელ, რომ მენახა ქართული არხი იქ. დიდი მადლობა ყველას თქვენი თამადობით, ვინც მხარს მიჭერდა, გვერდში მედგა და მომცა საშუალება, რომ ეს თვენახევარი გამეძლო"- განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

ამ წუთებში ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახთან ერთად საკუთარ საცხოვრებელ სახლში იმყოფება.

ცნობისთვის, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა.

ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს. ვაჟა გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. 20 დეკემბერს, გაფრინდაშვილს ე.წ. სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×