რეზონანსი
28.12.2019

"რთიანი ნაციონალური მოძრაიბის" წევრი ზურაბ მელიქიშვილი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს გათავისუფლებას ულოცავს და საზოგადოებას მადლობას უხდის.

მელიქიშვილი აცხადებს, რომ საყოველთაო სოლიდარობა იყო განმსაზღვრელი გმირი ექიმის გათავისუფლებისთვის.

"ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია!

მინდა მთელს საზოგადოებას გადავუხადო მადლობა, საყოველთაო სოლიდარობა იყო განმსაზღვრელი გმირი ექიმის გათავისუფლების. მაგარი ოჯახი, უმაგრესი კოლეგები, ექიმების უდიდესი არმია - ვინც მიუხედავად ზეწოლისა მაინც დადგა გარეთ და დადგა ერთად! სამოქალაქო საზოგადოების უდიდესი აქტივობები, და ეს ყველაფერი ხელისუფლების წარმომადგენლების უტვინო და ოკუპანტის მაამებელი განცხადებების ფონზე ხდებოდა.

მე არ მაინტერესებს ვინ ,, დაიბრალებს" ან ვინ შეეცდება ,, ქულების" ჩაწერას, ვის სად დაახვედრებენ გაწამებულ გმირს... თუ უნდათ კუხიანიძე დაახვედრონ თბილისის შესასვლელთან ყვავილებით... მთავარია, რომ ხალხის ბრძოლამ აიძულა მოსკოვს უკან დაეხია და ჩვენი გმირი ცოცხალი დაგვიბრუნდა!

და ბოდიში არჩილ ტატუნაშვილს!უფრო მეტი უნდა გაგვეკეთებინა რომ ჩვენი გმირი წამებით არ მოეკლათ და ცოცხალი დაგვბრუნებოდა" - წერს ზურაბ მელიქიშვილი.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×