რეზონანსი
28.12.2019

გამანადგურებელი აფეთქება იყო. შემიძლია დავადასტურო, რომ 20 ადამიანი დაიღუპა, ბევრი დაჭრილი იყო,-განაცხადა პოლიციის ოფიცერმა იბრაჰიმ მუჰამედმა „ესოშიეთიდ პრესთან" ინტერვიუში.

სომალის ერთ-ერთი პარლამენტის წევრი, მოჰამედ აბდრიზაკი აცხადებს, რომ დაახლოებით 90 ადამიანი დაღუპულა, თუმცა ოფიციალური უწყებები ინფორმაციას არ ადასტურებენ. ინციდენტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ მხარეს არ აუღია.

სომალის მშვიდობიანი მოსახლეობა ხშირად ხდება ტერორისტული ჯგუფების სამიზნე. ჰუმანიტარული კრიზისი და მუდმივი სამხედრო მოქმედებების შედეგად, ქვეყანაში იძულებით გადაადგილებულთა პირთა რაოდენობა 2.7 მილიონ ადამიანს აღწევს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×