
(რეზონანსი) ვისაც როგორი პასპორტი უნდა, ისეთი უნდა ჰქონდეს ჯიბეში. მამის სახელით თუ იქნება, კიდევ უფრო კარგი,- აცხადებს „პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ემზარ კვიციანი.
მისი თქმით, მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ უჩიპო პირადობის მოწმობების აღება და მათ თავს არაფერი არ უნდა მოახვიონ.
„დემოკრატია თუ არის, რაც გინდა ის უნდა გააკეთო, ამიტომ ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო საკონსტიტუციომ", - ამბობს კვიციანი.
საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა სადავო ნორმის მოქმედება, რომლის მიხედვითაც, პირადობის მოწმობა მხოლოდ ელექტრონული, ე.წ. ჩიპიანი უნდა იყოს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება პირადობის მოწმობებით საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას გეგმავს.