რეზონანსი
27.12.2019

(რეზონანსი) 2019 წელს ბიძინა ივანიშვილის ქონება $525 მილიონი დოლარით გაიზარდა. ამერიკული გამოცემა, BLOOMBERG-ის ინფორმაციით საქართველოს უმდიდრესი ადამიანის მთლიანი ქონება ამჟამად $5,52 მილიარდ დოლარს შეადგენს.

წლის დასაწყისში, ბიძინა ივანიშვილის ქონების ღირებულება 5 მილიარდზე დაბალი იყო და წინა წელთან შედარებით ეს თანხა $570 მილიონი დოლარითაა გაზრდილი.

ბლუმბერგის მონაცემებზე დაყრდნობით დგინდება, რომ მხოლოდ ბოლო 1 კვირის განმავლობაში „ქართული ოცნების" ლიდერის ქონება $7 მილიონი დოლარითაა გაზრდილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×