რეზონანსი
27.12.2019

(რეზონანსი) ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე თამილა ლაფანაშვილი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ გიორგი გახარიას უპირველესი მოვალეობა საკუთარი მოქალაქის თავისუფლების დაცვაა.

"შევხვდით პრემიერ-მინისტრს. არსებობს კიდევ ის შესაძლებლობები, რომლებიც უნდა გამოიყენოს სახელმწიფომ და პირადად პრემიერ-მინისტრმაც იმისათვის, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს.

მისი უპირველესი მოვალეობაა თავისუფლების დაცვა თავისი საკუთარი მოქალაქის.

„მე დარწმუნებული ვარ და მასაც ვუთხარი, რომ სახელმწიფოს აქვს ის ბერკეტები, ძალიან გაცვეთილი სიტყვაა და უკვე მოგვბეზრდა მე მგონია ამ სიტყვის ხმარება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება," - აღნიშნა ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×