რეზონანსი
27.12.2019

(რეზონანსი) ფინანსთა მინისტრმა ყოფილ პრემეირ ბახტაძეს უტრაკო უწოდა - ამის შესახებ განცხადება, "ტვ პირველის" გენერალურმა დირექტორმა, ინგა გრიგოლიამ გააკეთა.

"მე რაც გამოვედი მეც მერე გავიგე, მინისტრი წარმოუდგენელი ემოციებით სავსე ელაპარაკებოდა იქ დარჩენილ ამ სამ ადამიანს, მაპატიეთ ცხოვრებაში არ მითქვამს ეს სიტყვა რაც ეხლა უნდა ვთქვა პირდაპირ ეთერში და აქვე ვდებ პირობას, რომ ეს იქნება პირველად და უკანასკნელად, მაგრამ გაინტერესებთ ვანო მაჭავარიანი რა სიტყვებს ეუბნებოდა იქ მყოფ მედია მენეჯერებს? წინა მორბედებზე მან თქვა ეს სიტყვა, დიდი ბოდიში, "ისინი იყვნენ უტრაკოებიო", მან ეს სიტყვა გაიმეორა დაახლოებით სამჯერ.

მაპატიეთ, რომ მე ეს სიტყვა ვთქვი, მაგრამ მე ეს სიტყვა უნდა მეთქვა. როდესაც მთავრობის წევრი ასეტი კრიზისული სიტუაციის დროს, მედია მენეჯერებთან ამ სიტყვებს ხმარობს, ეს არის შეურაცმყიფელი, მთავარი იცით რა არის? ეს სიტყვა მან თქვა წინამორბედ მინისტრზე და ვინ იყი წინამორბედი მინისტრი? ყოფილი პრემიერი და ყოფილი ფინანასთა მინისტრი მამუკა ბახტაძე. ანუ ვანო მაჭავარიანმა ფინანსთა მინისტრმა, ჩემს კოლეგებს იმ შეხვედრაზე უთხრა, რომ მამუკა ბახტაძე იყო უტრაკო" აი ეს სიტყვები თქვა მან" - განაცხადა გრიგოლიამ „ტვ პირველთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×