რეზონანსი
27.12.2019

(რეზონანსი) რუსეთში, ლიპეტსკის ოლქში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 მგზავრი დაიღუპა, 8 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსი პარასკევს მოსკოვი-თბილისის რეის ასრულებდა რა დროსაც იგი ამოყირავდა. ავარიის მიზეზად სახელდება დაშვებული და გაცრეცილი საბურავები, რა დროსაც მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა და მეტალის ბარიერს დაეჯახა, რამაც მანქანის ამოყირავება გამოიწვია.

შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 10 კი მძიმედ დაშავდა, რომლებიც ამ დრომდე ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან საავადმყოფოებში.

ლიპეცკის ოლქის მთავრობის მონაცემებით, ავტობუსი კერძო პირს ეკუთვნის და საქართველოშია დარეგისტრირებული.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×