
(რეზონანსი) ლიპეცკთან ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, მოსკოვი-თბილისის ავტობუსის ქართველი მძღოლი დააკავეს. ინფორმაციას მომხდარის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
როგორც რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.
მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის მეხუთე ნაწილის 264-ე მუხლით აღიძრა, რაც საგზაო მოძრაობის წესებისა და სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის დარღვევით, გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი პირის სიკვდილს გულისხმობს.
ავარია გუშინ საღამოს სატნოვლიანსკის რაიონში მოხდა, რის შედეგადაც, ორი ადამიანი დაიღუპა, რვა კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტობუსში 19 ადამიანი იმყოფებოდა. მგზავრებიც და მძღოლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან.