რეზონანსი
27.12.2019

(რეზონანსი) ოკუპირებული ახალგორი უკვე 114 დღეა ჩაკეტილი და მოსახლეობას ე.წ რეაზდახანის გამშვები პუნქტიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ უშვებენ.

ბოლო 4 თვის განმავლობაში, ჩაკეტილი პოსტი 4-ჯერ გაიხსნა და ყველა ეს შემთხვევა მიცვალებულების გადასვენებას უკავშირდებოდა.

საოკუპაციო რეჟიმს ფაქტიურ ტყვეობაში დაახლოებით 1500-მდე საქართველოს მოქალაქე ჰყავს.

ახალგორელები, რომლებიც ამ დროისთვის წეროვნის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობენ, აცხადებენ, რომ რეგიონი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა.

მწვავე უკმარისობაა მედიკამენტების და პროდუქტის: "ჩემი ახლობლები იქ არიან ჩარჩენილი, ძმა და რძალი, საჭმელი იმათ არ აქვთ და სასმელი.."

"ვის აქვს უფლება, სახლში არ მატარებენ? წარმოიდგინეთ როგორ დღეში არიან, უჭირთ, მედიკამენტები არ არისო, სამედიცინო მომსახურება ძალიან დაბალ დონეზეაო" - აცხადებენ დევნილი ახალგორელები

ე.წ გადასასვლელთან დღეს დილიდან იმყოფებოდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. "კურიერის" ინფორმაციით, ახალგორში არსებული მდგომარეობის შესახებ მათ ინფორმაცია უკვე მიაწოდეს ბრიუსელს და ევროპის სხვა დედაქალაქებს.

რუსთავი 2

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×