რუსეთში უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სპეცრაზმის სამი ვეტერანი დააკავეს, რომლებსაც ბრალად 2008 და 2012 წლებში ჩადენილი მოსკოველი ბიზნესმენების მკვლელობები ედებათ.
სპეცრაზმის ვეტერანები ქალაქ მოსკოვში, ასევე მოსკოვისა და ვლადიმირსკის ოლქებში საგამოძიებო კომიტეტის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და „ფე-ეს-ბე"-ს ერთობლივი ოპერციის დროს დააკავეს, საქმეში საერთო ჯამში ექვსი პირი ფიგურირებს, რომელთგან სამი კვლავ მოწმის სტატუსითაა.
გამოძიების ვერსიით, დაახლოებით ათი წლის წინ, ერთ-ერთმა ბრლდებულმა უკანონო გამდიდრების მიზნით, დანაშაულებრივი თანამზრახველთა ჯგუფი შექმნა, პირველი დანაშაული კი მათ 2008 წელს ჩიდინეს, როდესაც მოსკოვში ბიზნესმენის მანქანას ესროლეს, რომელშიც დიდი თანხა იყო, სროლის შედეგად კი თავად ბიზნესმენი და მისი მძღოლი გარდაიცვალნენ.
ხოლო 2012 წელს ისინი თავს მოსკოვის კიდევ ერთ მდიდარ მაცხოვრებელს დაესხნენ, რა დროსაც დანაშაულებრივმა ჯგუფმა აღნიშნულ პიროვნებას სხეულის დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.
საგამოძიებო კომიტეტის მოსკოვის განყოფილებაში აცხადებენ, რომ თითოეულ ბრალდებულს ბრალად ორი ან მეტი პირის მკვლელობა და ასევე დაქირავებული მკვლელობა სხვა დანაშაულების დაფარვის მიზნით ედება.