
(რეზონანსი) ტელეკომპანიების „კავკასია" და „ტვ პირველი" დირექტორები ნინო ჯანგირაშვილი და ინგა გრიგოლია ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს ხვდებიან.
ტელეკომპანიების დირექტორები ფინანსთა მინისტრთან კომპანიის საბანკო ანგარიშებზე დადებულ ინკასოს თემას განიხილავენ.
როგორც ნინო ჯანგირაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ტელეკომპანიების ანგარიშებისთვის ინკასოს დადება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
„რას უნდა უკავშირდებოდეს, როდესაც ივანიშვილის კუთვნილ ტელევიზიებს 55 მილიონს არ სთხოვენ და ნინო ჯანგირაშვილის საცოდავ ტელევიზიას 24-ათას ლარზე ინკასოს ადებენ, სასწრაფოდ გადაიხადეო? რას უნდა უკავშირდებოდეს თქვენი აზრით? უკავშირდება, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ სიმპატია - ანტიპატიებს,"- განაცხადა ტელეკომპანია „კავკასიის" დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანიების: „რუსთავი 2", „ტვ პირველი" და „კავკასია" საბანკო ანგარიშებს ინსკასო დაედო.