რეზონანსი
27.12.2019

თბილისის მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირება მოხდა. როგორც სკოლის მოსწავლეები ყვებიან, ერთ-ერთ მოზარდს ყბა აქვს მოტეხილი, დაზიანებები აქვს კისრის არეში და აღენიშნება ტვინის შერყევა. 

არსებული ინფორმაციით, მეთერთემეტეკლასელები ერთმანეთს სპორტის გაკვეთილზე დაუპირისპირდნენ.

ადგილზე პოლიცია და  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. 

„პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტი დაუდასტურეს. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

რაც შეეხება კლინიკას, სადაც მოზარდია მოთავსებული, მედიკოსები აცხადებენ, რომ არასრულწლოვანის შესახებ ინფორმაციას ვერ გასცემენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×