რეზონანსი
27.12.2019

სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი, გადაცემა "რეაქციას" ეხმაურება:

"TV პირველზე "რეაქციას" ვუყურე და აივნიდან მინდა გადახტომა... მრცხვენია, რომ მაქვს საჭმელი, რომ შემიძლია თავს უფლება მივცე რესტორანში ვივახშმო, რომ შემიძლია მანქანაში ბენზინი ჩავასხა... გულქვა საზოგადოების გულქვა წევრი ვარ მეც და ყველანი ჩვენ... ძალიან ძალიან ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი...

პოლიტიკოსებზე, ბიზნესის მკეთებლებზე, ღონისძიებებსა და ნაძვის ხეებზე, უსაგნო ხარჯვებსა და გულგრილობებზე არაფერს ვიტყვი, უიმედოდ დარჩენილი ადამიანების შესახებ ნაჩვენები სიუჟეტების ფონზე რაც თავში მომდის ეთიკის ნორმებს ვერ ვუსადაგებ...

არანაკლები დანაშაულის პასუხისმგებლობას საკუთარ თავს და ჩემნაირ ადამიანებს ვაკისრებ, რადგან თურმე ასეთი გადაცემები მჭირდება გასაცნობიერებლად, რომ მეც ერთი ჩვეულებრივი ეგოისტი ვარ... მერე რა, რომ მუსიკას ვწერ ან ვასრულებ...

ინგა გრიგოლია რას მერჩოდი?! აღარაფრის ხალისი აღარ მაქვს ისეთი თანაგანცდა მაგრძნობინე ჩემი ქვეყნის განწირული შვილების მიმართ...

და მაინც, ღმერთო, მაპატიე რომ მათთან შედარებით ბევრად კარგად ვარ და ყოველდღიურ მადლიერებას გაკლებ სხვადასხვა წუხილებით თუ უკმაყოფილებებით..." - წერს რაჭველი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×