რეზონანსი
27.12.2019

გორიდან გაუჩინარებული 16 წლის გოგონა ნაპოვნია და უკვე თავშესაფარს დაუბრუნდა. გოგონას ადგილსამყოფელი სამართალდამცავებისთვის გუშინ უკვე იყო ცნობილი. ის თავშესაფარში დღეს დილით დააბრუნეს.

არასრულწლოვანთა თავშესაფარში გოგონა 22 დეკემბერს, საღამოს 10 საათამდე უნდა მისულიყო. ის თავშესაფარში, ოჯახური ძალადობის გახმაურებული ფაქტის შემდეგ, იყო მიყვანილი. მამამისი დაკავებულია.

შსს ინფორმაციით, არასრულწლოვანი თავს კარგად გრძნობს. ეს არ იყო მოზარდის გაქცევის პირველი შემთხვევა. ცნობილია, რომ გოგონა მამის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×