რეზონანსი
27.12.2019

ავარიის შედეგად შედარებით მსუბუქად დაშავებულ საქართველოს მოქალაქეებს დღეს თბილისში ჩამოიყვანენ. მგზავრების საქართველოში დასაბრუნებლად თბილისიდან რუსეთისკენ 2 ავტობუსი უკვე გაემართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლიპეცკის ოლქში მომხდარი ავტოავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა საქართველოს 3 მოქალაქე, 2 კი გარდაიცვალა. მძიმედ დაშავებულები ადგილობრივ სტაციონარში მკურნალობენ.

"ლიპეცკის ოლქში მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. ავტობუსი მიემართებოდა მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით. 19 მგზავრი იყო სულ ავტობუსში. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია საქართველოს 2 მოქალაქე და 8 მოქალაქე დაშავებულია, რომლებიც ჰოსპიტალიზირებულნი არიან დელეცკის საქალაქო საავადმყოფოში.

ამ 8 დაშავებულებიდან ყველანი არ არიან საქართველოს მოქალაქეები, როგორც ამ მომენტისთვის ინფორმაციას ვფლობთ, მგზავრობდნენ ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც. 2 მათგანის მდგომარეობა არის მეტ ნაკლებად მძიმე", - აცხადებენ სამინისტროში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×