
ნაძვის ხისა და მისი, ანუ, მხოლოდ ნაძვის ხის განათებისთვის ტენდერი გამოცხადდა 1 100 000 ლარით.
ტენდერში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა ფირმამ, როგორც უკვე ვიცით, ეს გახლავთ იტალიური ფირმა შპს "IDO"
არც ერთი ქვეყნის არც ერთ ფირმას მონაწილეობის მიღება არ მოუსურვებია, მათ შორის, არც ქართულს.(?)
ტენდერში გათვლილი იყო ყველა წვრილმანი, მათ შორის - სადენების მოდელიც კი.
სამაგიეროდ, ტენდერში არ იყო გათვლილი - გამოცდილება რამდენწლიანი უნდა ჰქონოდა ფირმას, არც, წინა შემკვეთის რეკომენდაციას ითხოვდნენ, არც იმას, რომ ტენდერში მონაწილე პირს - წარმოედგინა წინა წლების ნამუშევრები - შესაბამისად, ერთი შეხედვით, სატენდერო დოკუემენტაცია, ძალიან ჰგავს ერთი კომპანიისთვის დაწერილ შეთავაზებას.
იტალიური ფირმის პირველივე შემოთავაზება იყო 1 089 000 ლარი - რაკი ერთადერთი პრეტედენტი იყო რა თქმა უნდა შეთავაზებისთვის ლარიც არ დაუკლია.
მერიამ ნაძვის ხის ლედ განათებები მილიონ 89 ათას ლარად შეიძინა.
ქართულმა მხარემ, რომელიც 34 000 ლედ განათებას ითხოვდა ნაძვის ხისთვის, თავიდანვე იცოდა, რომ იტალიური ფირმა მას ჩინეთიდან ყიდულობდა.
ქართული მხარე ითხოვდა, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, რომ გამარჯვებულ კომპანიას. ცალ-ცალკე დაეწერა ნაძვის ხის და ლედ განათებების ფასი.
ჩინეთიდან ნაყიდი 34 000 ლედ განათების ფასი ცალკე არ წერია. არავის მოუთხოვია ფასების სათითაოდ დაწერა.
და ნაძვის ხის ფასი თავისი განათებიანად დათვლილია ერთად - შეადგენს 995 880 ლარს, დარჩენილი - 93 120 ლარი სად წავიდა, არ წერია.
ტენდერი გამოცხადდა ნაძვის ხის შეძენაზე - ტრანსპორტირება თავის თავზე უნდა აეღო კომპანიას - დიდი ალბათობით, ალბათ, 93 120 ლარი არის ტრანსპორტირების ხარჯი, მაგრამ მერია არ ითხოვდა სატრანსპორტო ხარჯის წარმოდგენას და ამას ვეღარასოდეს გავიგებთ.
"ალიას" ექსკლუზივი
