რეზონანსი
26.12.2019

(რეზონანსი) საკონსტიტუციო სასამართლომ ე.წ. ციფრული პასპორტების წინააღმდეგ სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო.

სასასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა სადავო ნორმების მოქმედება, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე დღეიდან, მოქალაქეს შეუძლია, თავისი რელიგიური შეხედულებების გამო იუსტიციის სახლს მოსთხოვოს პირადობა, რომელსაც ელექტრონული მატარებელი ანუ "ჩიპი" არ ექნება.

„საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო მოქალაქეთა კონსტიტუციური სარჩელი. მოცემულ საქმეში მოპასუხე მხარეს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტი და იუსტიციის მინისტრი. მხარეები მიუთითებენ, რომ მათ აქვთ ვალდებულება, აიღონ პირადობის მოწმობა მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საქართველოს კანონმდებლობა ამ ფორმით იძლევა პირადობის მოწმობის გაცემის შესაძლებლობას. მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ აღნიშნული წესი ეწინააღმდეგება მათი რწმენის თავისუფლებას. საკონსტიტუციო სასამართლომ მოქალაქეთა კონსტიტუციური სარჩელი მიიღო არსებითად განსახილველად. ასევე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეაჩერა სადავო ნორმის მოქმედება იმ ნორმატივების შინაარსით, რომელიც გამორიცხავს პირის რწმენის საფუძველზე არაელექტრონული ფორმით პირადობის გაცემის შესაძლებლობას", - განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი ლომთაძე.

სასამართლომ არ მიიღო წარმოებაში სარჩელის ის ნაწილი, რომელიც ბიომეტრიული პასპორტების გაცემას ეხება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×