რეზონანსი
26.12.2019

(რეზონანსი) ცოტნე გამსახურდიას საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მოწმის თქმით, შელაპარაკება არ იყო იმდენად მწვავე, რომ მას ასეთი სისხლიანი გარჩევა მოჰყოლოდა.

„კურიერის" ინფორმაციით, სწორედ ამ მოწმის სახლში დაიწყო დაპირისპირება.

"არაფერი ზედმეტი არ ყოფილა, ამ მხარეებს ერთმანეთისთვის საჩხუბარი არაფერი უთქვამთ, იყო მხოლოდ მცირე სიტყვიერი დაპირისპირება, მაგრამ არაფერი ისეთი, რომ ამხელა ამბავში გადაზრდილიყო, ცოტნე ისევ თავის საქმეს აკეთებდა," - ამბობს „კურიერთან" გამსახურდიას საქმის მოწმე, ვის სახლშიც დაპირისპირება დაიწყო.

ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს, საკუთარ სახლთან, ცივი იარაღით დაჭრეს. საქმეზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში 2 პირია მიცემული, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი 3 პირი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×