რეზონანსი
26.12.2019

(რეზონანსი) „სიგრძეც და სიგანეც ნაცებს ეყოფათ", - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „მთავარის" ჟურნალისტს როცა მან ჰკითხა, სწორად იყო თუ არა სატენდერო დოკუმენტაცია შევსებული და ესადაგებოდა თუ არა დოკუმენტაციაში მითითებული პარამეტრები, ნაძვის ხის რეალურ პროპორციებს.

ჟურნალისტის ინფორმაციით, ნაძვის ხე კახი კალაძესაც არ მოეწონა, რაზეც მერი არ დაეთანხმა.

„მე ყოველ დილით მოვდივარ და ვათვალიერებ სამუშაოებს. საიდან იგონებთ ამ ტყუილებს ან რატომ იგონებთ, გაერთეთ, ახალი წელია ისიამოვნეთ თქვენ გჭირდებათ ახლა სიამოვნება და გართობა".

ფაქტია, რომ ალვის ხეა ჩამოტანილი - მიმართა ჟურნალისტმა კალაძეს.

„სიგრძეც და სიგანეც ნაცებს ეყოფათ" - ამბობს კალაძე.

ჟურნალისტმა ამაზე მერს უპასუხა რომ ის „ნაცი" არ არის, არამედ მედიის წარმომადგენელია. ამაზე კი, თბილისის მერის პასუხი იყო "კარგით რა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×