რეზონანსი
26.12.2019

(რეზონანსი) ვიცე-პოლ­კოვ­ნი­კი ელ­გუ­ჯა ბი­ბი­ნი­ძე ახალ­ქა­ლა­ქის ბა­ზა­ზე მი­დი­ო­და, რო­დე­საც მოძ­რა­ო­ბის სა­პი­რის­პი­რო მხა­რეს, სა­ნი­აღ­ვრე არხში გა­და­ვარ­დნი­ლი მან­ქა­ნა შე­ნიშ­ნა. მძღო­ლი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო... ელ­გუ­ჯამ და მის­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან გად­მო­იყ­ვა­ნეს და პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბაც აღ­მო­უ­ჩი­ნეს.

"კრწა­ნი­სის სას­წავ­ლო ცენ­ტრი­დან ახალ­ქა­ლა­ქის პირ­ველ ბა­ზა­ზე, კო­ჯო­რ­ის გავ­ლით მივ­დი­ო­დით. და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტში რომ შე­ვე­დით, სერ­ჟან­ტთა აკა­დე­მი­ას­თან ახ­ლოს, სა­ნი­აღ­ვრე არხში გა­და­ვარ­დნი­ლი მან­ქა­ნა შევ­ნიშ­ნეთ, ამოყი­რა­ვე­ბუ­ლი იყო. ად­გილ­ზე მი­სუ­ლებ­მა შევ­ნიშ­ნეთ, რომ სა­ჭეს­თან მჯდო­მი 80 წლამ­დე მა­მა­კა­ცი უგო­ნოდ იყო. ფერი და­კარ­გუ­ლი ჰქონ­და, თუმ­ცა, სა­სი­ცო­ცხლო ნიშ­ნე­ბი ეტყო­ბო­და.

ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში მარ­ტო იყო. მე და ჩემ­მა მძღოლ­მა გა­რეგ­ნუ­ლი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შემ­დეგ, სას­წრა­ფოდ მან­ქა­ნი­დან გად­მო­ვიყ­ვა­ნეთ და პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა აღ­მო­ვუ­ჩი­ნეთ, რის შემ­დე­გაც, გონ­ზე მო­ვი­და. დაგ­ვი­ნა­ხა თუ არა, სი­ხა­რუ­ლის­გან ატირ­და: შვი­ლე­ბო, დახ­მა­რე­ბა მჭირ­დე­ბა, ინ­სულ­ტი მაქვს გა­და­ტა­ნი­ლიო. სა­ხელ­საც ვერ გვე­უბ­ნე­ბო­და. ენა და­ბუ­ჟე­ბუ­ლი­ვით ჰქონ­და, მაგ­რამ მად­ლო­ბის გა­დახ­დას ცდი­ლობ­და - თქვენ გა­და­მარ­ჩი­ნე­თო.

გვი­თხრა, რომ ცალ ხელ­სა და ფეხს ვერ გრძნობ­და. სუს­ტად იყო. გა­რეგ­ნუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, გარ­და იმი­სა, რომ ხე­ლის მტე­ვა­ნი ჰქონ­და და­შა­ვე­ბუ­ლი, არა­ფე­რი ეტყო­ბო­და. გო­ნე­ბა­ზე რამ­დე­ნი­მე წუ­თით მო­ვი­და და ისევ და­კარ­გა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ინ­სულ­ტი გა­უ­მე­ორ­და.

ამა­სო­ბა­ში გამ­ვლე­ლე­ბიც შე­მოგ­ვი­ერ­თდნენ, მან­ქა­ნა არ­ხი­დან ამო­ვიყ­ვა­ნეთ და უსაფრ­თხო ად­გი­ლას გა­და­ვიყ­ვა­ნეთ. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის სერ­ჟან­ტთა აკა­დე­მი­ის სა­მე­დი­ცი­ნო პუნ­ქტში გა­და­ვიყ­ვა­ნეთ, სა­დაც 112-ის სამ­სა­ხურ­ში დავ­რე­კეთ, პო­ლი­ცი­აც მო­ვი­და.

მო­ხუცს ტე­ლე­ფო­ნი არ ჰქონ­და, მაგ­რამ სა­ბედ­ნი­ე­როდ, მის­მა მე­ზო­ბელ­მა გა­მო­ი­ა­რა, მან­ქა­ნა იცნო, და­უ­კავ­შირ­და ახ­ლობ­ლებს და მო­ვიდ­ნენ", - ამბობს ვიცე-პოლკოვნიკი.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×