რეზონანსი
26.12.2019

(რეზონანსი) ბათუმში დაჭრილი პოლიციელი სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერეს. იგი ერთი კვირის განმავლობაში რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს გადიოდა.

„ღმერთს მადლობა, რომ უკეთესად ვარ. პირველ რიგში მინდა ყველას მადლობა გადავუხადო ვინც ეს გულთან მიიტანა. მე მინდა გადავუხადო მადლობა მიხეილ დიდებაშვილს, რომელმაც აღნიშნულ მომენტში ძალიან სწრაფი რეაგირება გამოიჩინა, რომ მე დღეს თქვენს გვერდით ვარ", - განაცხადა ოთარ თავართქილაძემ

საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ბათუმში 18 დეკემბერს დაჭრეს. ბრალდებული მისმა მეწყვილემ ადგილზევე დაავაკა, მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული, თუმცა ბრალს არ აღიარებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×