რეზონანსი
26.12.2019

(რეზონანსი) როდესაც ზოგიერთი ტელევიზია იხდის გადასახადს, ზოგიერთი არა და ვინც არ იხდის, მას სახელმწიფო პატიობს, ეს არის შერჩევითი ,- ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

წულუკიანი ამბობს, რომ ამ მიმართულებით შერჩევითი მიდგომა უნდა დასრულდეს.

„ყველა კერძო კომპანიამ, მათ შორის ტელევიზიებმა გადაიხადონ ის დავალიანება, რაც უკვე მრავალი თვეა აქვთ სახელმწიფოს ბიუჯეტის წინაშე, რადგან ეს სახელმწიფო ბიუჯეტი არ ეკუთვნის რომელიმე მინისტრს ან კერძო კომპანიას, მათ შორის ტელევიზიებს, ეს სახელმწიფო ბიუჯეტი ეკუთვნის მათ, ვინც ჩვენ გვისმენს, ანუ ხალხს. შესაბამისად, ხალხს უნდა დაუბრუნდეს ის ფული, რაც მათ ეკუთვნით" ,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტროს მიერ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ, „რუსთავი 2"-ს, „ტვ პირველსა" და „კავკასიას", პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული დავალიანების გადაუხდელობის გამო, ინკასო დაედო, რასაც ოპოზიციის მხრიდან საპროტესტო აქციები მოჰყვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×