რეზონანსი
26.12.2019

(რეზონანსი) რუსთავში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, მოზარდი გარდაცვლილი ნახეს. 13 წლის ბიჭი დაღუპული სახლში დედამ იპოვა. შემთხვევა გუში მოხდა.

„ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მოზარდი ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის რუსთავის მე-16 საჯარო სკოლაში სწავლობდა.

სკოლის დირექტორი, ირინა მელქაძე აცხადებს, რომ მოსწავლე გუშინ სკოლაში არ გამოცხადდა, რის შემდეგაც საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციამ მისი ძებნა დაიწყო.

"მე-8 კლასის მოსწავლე იყო. ტყუპის ცალი ჰყავს და მასთან ერთად სწავლობდა. პრობლემას ადგილი არ ჰქონია, ბავშვი ჩვეულებრივად დადიოდა სკოლაში, იყო მხიარული, სოციალური, კომუნიკაბელური, ყველა აქტივობაში ჩართული და ძალიან აქტიური გაკვეთილებზეც. ყველანაირად ადეკვატური იყო მისი ქმედებები. ახსნას ნამდვილად ვერ ვუძებნით ჩვენი კომპეტენციის ფარგლებშიდა რაც მოხდა. ძალიან გაოცებულები ვართ ამ ფაქტის გამო", - აცხადებს ირინა მელქაძე.

რა გახდა ბიჭის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

გამოძიება სსკ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×