რეზონანსი
26.12.2019

(რეზონანსი) ზესტაფონში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილმა ხანძარმა ხანდაზმული ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი ორსართულიან სახლის ერთ ოთახში გაჩნდა და მხოლოდ ერთი ოთახი დაიწვა.

„ადგილზე სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები დროულად მივიდნენ, თუმცა ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა. სამწუხაროდ, ქალი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებოდა. სავარაუდოდ, სახლში მარტო ცხოვრობდა", - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე სამი სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა.

შემთხვევა მიმდინარე წლის 24 დეკემბერს მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×