რეზონანსი
26.12.2019

(რეზონანსი) ნაძვის ხე სახელად ქოცი! დეპუტატ ბერაიასთვის ტოტები რომ გაეყარათ, ამას აჯობებდა, - ასე ეხმაურება საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე თბილისში, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთებას.

"ნაძვის ხე, სახელად ქოცი! ამ ნაძვის ხეს 40 ტოტი და ერთი ტანი აქვს. ერთი ტოტის ღირებულება არის 20 ათასი ლარი, ხოლო ტანი ღირს 200 ათასი ლარი. ესეც შენი ერთი მილიონი. დეპუტატ დაჩი ბერაიასთვის ტოტები რომ გაეყარათ, ამაზე უკეთესი გამოვიდოდა", - წერს ფეისბუქზე რომან გოცირიძე.

გუშინ, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში განათდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×