რეზონანსი
26.12.2019

(რეზონანსი) გუშინ, მტირალას ეროვნულ პარკთან, ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ახალგაზრდა ემსხვერპლა.

ავარიის შედეგად დაღუპულები ჩაქვის პირველი საჯარო სკოლისა და სასულიერო გიმნაზიის მე-11 კლასის მოსწავლეები იყვნენ.

მსუბუქი ავტომობილი სიმაღლიდან ხევში გადავარდა, რის შედეგად ხუთივე ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა.

ამ დრომდე უცნობია ავარიის მიზეზები. მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით აწარმოებს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×