
(რეზონანსი) „ხელები სისხლში გაქვთ გასვრილი. რამდენიმე ადამიანმა თქვენს შვილებსა და შვილიშვილებს წაუკითხეთ ეს პოსტი", - ამის შესახებ ფეისბუქზე მალხაზ მაჩალიკაშვილი წერს.
პანკისის ხეობაში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციიდან, რომელსაც თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, 3 წელი გავიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მოკლულ თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი პოსტს აქვეყნებს.
"გამთენიiსას 03:45 საათზე 2 წელი გახდება ბიძინა ივანიშვილო, რაც შენ შენი არშემდგარი, არასრულყოფილი, არაპროფესიონალი დებილთა ბრბო დებილი ყოფილი მათხოვრების თავკაცობით შეცდომებით და დანაშაულით შეფუთული კაცუნები ხეობის გზას ქისტებისკენ გზისკენ გააცილე იმისთვის, რომ ჩვენი ოჯახი გაგენადგურებინა. ამ საქმეში არამარტო შენ ბიძინა, არამედ სხვა ბევრმაც ხელები ამოისვარა. მესამე წელია, ახალ წელს თბილისის ქუჩაში ვხვდები, იმის ძიებაში რომელი ხართ მკვლელი და იმ დაწყევლილ ღამეს თავისივე საწოლში მძინარე ბავშვისკენ ვინ გამოწია კუროკს თითი. აღიარება ვერ შეძელით, თქვენი სიდამპლით ტერორიზმში ეჭვმიტანილად გამოცხადება შეძელით. მესამე წელი დაიწყო და იმას იძახით, რომ გამოძიება დაადგენს.
ამასობაში, მთელი ბინძური სისტემა მოსყიდული უსინდისო „იმედი", „პრაიმ თაიმი" და სხვა ყველა სიმდამბლეზე წამსვლელი მედიები დამასიეთ ყალბი ინფორმაციებით. ათასი ტალახი მესროლე, ჩემ წინააღმდეღმდეგ ტროლი, ბოტი გამოიყენე, დამემუქრე, დამაშანტაჟე, ვერ მომისყიდე, შენი მოგზავნილი ადამიანებით „ნასედკაში" ჩამშვი. პირველი დღიდან, რომ მიხვდი არაფერი გამოგდის ძმისშვილი ტყვედ ამიყვანე საბოლოდ კი ცდილობთ ფინანსურად გამთიშოთ. ამ რჩევებს ვინ აძლევს შენ მონას თუ მონებს ვიცი. ასეა თუ ისე ამ ოჯახის განადგურება თქვენ არ შეგრჩებათ, პერსონალურა მაღალი იერარქიის წარმომადგენლ თანამდებობის პირებს. მალე ახალშემატებული შვილებით, შვილიშვილებით, სახლში სითბოში ახალწელს უნდა შეხვდეთ და სუფრაზე ბაკლებით ღვინო უნდა აწიოთ, თქვათ, რომ თქვენ ხართ ღირსეული ადამიანები, ამასობაში კი ხელები სისხლში გაქვთ გასვრილი და ამ სისხლით მონაპოვარით, სუფრა უნდა გაწყოთ", - წერს მაჩალიკაშვილი.