რეზონანსი
26.12.2019

(რეზონანსი) ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეცვლილა, კვლავ სტაბილურად მძიმე რჩება, - ამის შესახებ ხეჩინაშვილის კლინიკაში ექიმმა, ნიკოლოზ კვაჭაძემ განაცხადა.

შესაბამისად, მისი თქმით, ჯერ უცვლელია მკურნალობის მოცულობაც, ამასთან დაგეგმილია ტომოგრაფიული გამოკვლევის ჩატარება.

„პაციენტის მდგომარეობა ბოლო პერიოდის განმავლობაში არ შეცვლილა, კვლავინდებურად მძიმე რჩება. შესაბამისად, მკურნალობის მოცულობა ამ ეტაპზე უცვლელია. დაგეგმილი გვაქვს ტომოგრაფიული გამოკვლევა, ხვალ გაკეთდება თუ შაბათს, ჯერ ვერ გეტყვით. ეს არ არის გადაუდებელი გამოკვლევა, ეს არის წინასწარ შეთანხმებით გამოკვლევა, შესაბამისად ხვალ, მაქსიმუმ, ზეგ გვაქვს დაგეგმილი", - განაცხადა კვაჭაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×