რეზონანსი
25.12.2019

"ქართული ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსანი ბიძინა ივანიშვილს სკანდალურ ბრალდებას უყენებს. ქსნის ციხის პატიმარი, წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი აცხადებს, რომ წყწლტუბოს ხელში ჩასაგდებად, ივანიშვილმა კურორტით დაინტერესებული ყველა ინვესტორი დაბლოკა.

ივანეიშვილის თქმით, ის ივანიშვილის მხილების გამო გაანეიტრალა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.

"საქმე შემიკერეს და ეს მე სასამართლოში, საჯარო სივრცეში ვთქვი. მომცეს თორმეტი წელი" - აცხადებს ივანეიშვილი. სუს-მა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით, წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე 25 იანვარს დააკავა.

მას მოსამართლის გადაწყვეტილებით 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

წყარო: "ალია"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×