რეზონანსი
25.12.2019

მტი­რა­ლას პარკთან მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 5 არას­რულ­წლო­ვა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან ჩაქ­ვის სა­სუ­ლი­ე­რო გიმ­ნა­ზი­ის მოს­წავ­ლე გი­ორ­გი არ­ძე­ნა­ძე, ჩაქ­ვის N1 სა­ჯა­რო სკო­ლის მე­თერ­თმე­ტე კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი: საბა დი­ა­სა­მი­ძე, ნიკა ბეჟა­ნი­ძე და გიგა ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლი, ასე­ვე ამა­ვე სკო­ლის ყო­ფი­ლი მოს­წავ­ლე ლუკა ზა­ქა­რა­ძე.

რო­გორც ჩაქ­ვის N1 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა ტა­რი­ელ ქა­თა­მა­ძემ გა­ნა­ცხა­და, მათი სკო­ლის ერთ-ერთ მოს­წა­ლეს მის­მა მე­გო­ბარ­მა გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ მან­ქა­ნით მო­ა­კი­თხა. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოს­წავ­ლე­ე­ბის სი­მაღ­ლი­დან გა­და­ვარ­დნის მი­ზე­ზი ავ­ტო­მო­ბი­ლის მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით მარ­თვა გახ­და.

"მე-6 გაკ­ვე­თი­ლის შემ­დეგ, სამს წუ­თე­ბი აკ­ლდა, ჩემი სკო­ლის ერთ-ერთი მოს­წავ­ლის­თვის მე­გო­ბარს ბი­ძის მან­ქა­ნით მო­უ­კი­თხია. შემ­დგომ ერთ-ერთ ხე­ო­ბა­ში, ჩაქ­ვის თავ­ში წა­სუ­ლან და ხრამ­ში მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რის გამო, და­ახ­ლო­ე­ბით 10 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან, გა­და­ვარ­დნი­ლან. მან­ქა­ნა ამობ­რუ­ნე­ბუ­ლი და­ვარ­დნი­ლა და ყვე­ლა ად­გილ­ზე­ვე და­ღუ­პუ­ლა" - გა­ნა­ცხა­და "ამბებთან" ტა­რი­ელ ქა­თა­მა­ძემ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მომ­ხდა­რი ავა­რი­ის გამო ბა­თუმ­ში და­გეგ­მი­ლი სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­უქ­მდა. რო­გორც ბა­თუ­მის მე­რი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, დღეს ბა­თუ­მის მთა­ვა­რი ნაძ­ვის ხე სა­ზე­ი­მო ვი­თა­რე­ბა­ში აღარ აინ­თე­ბა.

(ამბები)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×