რეზონანსი
25.12.2019

ჩაქვისთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, სავარაუდოდ ავტომობილში 5 ადამიანი იმყოფებოდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ ავტომობილი ხრამში 10 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა და არიან დაღუპულებიც. ინფორმაციას ადასტურებს სამაშველო სამსახურიც, სასწრაფო სამედიცინო სამსახურში კი გვითხრეს, რომ ადგილზე სასწრაფო დახმარების 2 ბრიგადა გავიდა.

თვითმხილველები ასევე ყვებიან, რომ სავარაუდოდ 4 გარდაცვლილი პირი ტურისტია, თუმცა ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ ჯერ შს სამინისტროში არ დაუდასტურებიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება 276 მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

წყარო: ajaratv.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×