რეზონანსი
25.12.2019

მოქალაქე რაულ თებიძეს, რომელმაც ბათუმის ქუჩაში თავდასხმის შედეგად დაჭრილი პოლიციელი გადაარჩინა, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე მადლობის სიგელი გადასცეს.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის, სულიკო თებიძის თქმით, მედიკოსებმა დაადასტურეს, რომ არა ამ მოქალაქის დახმარება, შესაძლოა პოლიციელი ვერ გადარჩენილიყო.

საუბარია, 18 დეკემბერს მომხდარ შემთხვევაზე, როცა ერთ-ერთმა მოქალაქემ ადგილობრივი საპატრულო ეკიპაჟის წევრი დაჭრა.

ოთარ თავართქილაძეს ჭრილობები ყელის არეში ჰქონდა მიყენებული. მან დაჭრილს ადგილზე პირველადი დახმარება გაუწია, სისხლდენა შეუჩერა და პოლიციელს საავადმყოფოშიც გაჰყვა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×