რეზონანსი
25.12.2019

შიდა ქართლში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მეორე ვერტმფრენიც ჩაერთო. ატენის ხეობის გარდა, ხანძრის კიდევ ერთი კერა კასპის მუნიციპალიტეტში, კერძოდ რკონის ხეობაში გაჩნდა. შესაბამისად, ატენის ხეობიდან ძალების ნაწილი რკონის ხეობაში გადაიყვანეს, სადაც ასევე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

რაც შეეხება ატენის ხეობას, შიდა ქართლის გუბერნატორის, გიგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები საკმაოდ ეფექტურად მიმდინარეობს და ვითარების გართულება მოსალოდნელი აღარ არის.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×