რეზონანსი
25.12.2019

  

გიორგი რურუას ახალი ბრალი წაუყენეს. საქმე ეხება დნმ-ის ნებაყოფლობით აღებას, რისი უფლებაც გამოძიებას რურუამ არ მისცა.

რურუას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, ისინი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან და აღნიშნულ გადაწყვეტილებაში პოლიტიკურ სარჩულს ხედავენ.

"ჩვენ მზად ვართ შევასრულოთ ნებისმიერი გადაწყვეტილება სასამართლოსი და იმავდროულად ჩვენ მოვითხოვთ, რომ პროკურორებმა და გამომძიებლებმა ასევე შეასრულონ კანონით მათზე დაკისრებული მოვალეობა და გაარკვიონ თუ ვინ ჩაუდო ცეცხლსასროლი იარაღი გიორგი რურუას და ვინ აიღო მისგან უკანონოდ დნმ-ის ნიმუში" - განაცხადა საძაგლიშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×