რეზონანსი
24.12.2019

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორმოცთან, ტყეში ხანძრის კერასთან ტექნიკის შეყვანა რთული რელიეფის გამო, ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ხანძრის ადგილზე 20-მდე მეხანძრე მაშველი იმყოფება და მიმდინარეობს ტერიტორიის მონიტორინგი.

ადგილზე შეიქმნა სპეციალური შტაბი. ადგილზე იმყოფება შს მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი.

ხანძარი დასახლებული ნაწილიდან დაახლოებით ათ კილომეტრშია. ადგილზე ცოცხალი ძალის მობილიზება ხდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 200-მდე მეხანძრე-მაშველის მობილიზება მოხდება, დილიდან ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და თავდაცვის სამინისტროს ტექნიკა.

ასევე, სპეცტექნიკის მობილიზება ხდება, რომ ხანძრის კერამდე გზის გაყვანა მოხდეს.

„უმოკლეს ვადაში მოვედით ადგილზე. შევისწავლეთ ტერიტორია. ადგილზე ამ ეტაპზე სახანძრო მანქანები ვერ შეგვყვავს. დილიდან განახლდება ხანძრის კერებზე მისვლა. ქრობაში დილიდან ჩაერთვება სასაზღვროს ვერტმფრენი და მუხლუხებიანი ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა და 200-მდე მეხანძრე მაშველი. ხანძრის ფართობი დგინდება და ამ ეტაპზე, კერასთან არავინაა შესულ, რადგან დაკვამლიანებაა ძალიან დიდი", - განაცხადა შსს საგანგებო სიტუაციების მართვის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსმა, გიორგი მაისურაძემ.

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×