რეზონანსი
24.12.2019

  ვენეციაში კიდევ ერთი წყალდიდობა მოხდა, რის შემდეგაც წყლის დონემ ჩვეულებრივთან შედარებით 1.4 მეტრით მოიმატა. ქალაქის ცნობილი წმინდა მარკოზის მოედანი კვლავ წყლით დაიფარა.

აღსანიშნავია, რომ წყალდიდობამ ვენეცია განსაკუთრებით მიმდინარე წლის ნოემბერში დააზარალა, როდესაც წყლის დონე 1.8 მეტრიან ნიშნულს გადასცდა და ქალაქის დიდი ნაწილი დატბორა. მსგავსი მასშტაბის წყალდიდობა ვენეციაში ბოლო 50 წლის მანძილზე არ მომხდარა.

სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 1 მილიარდ ევროს გადააჭარბა. წყალდიდობის შემდეგ, ვენეციაში ტურისტების რაოდენობა 50%-ით შემცირდა.

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×