რეზონანსი
24.12.2019

"ცოტნე გამსახურდიაზე იყო თავდასხმა და არა ყოფით ნიადაგზე მომხდარი შემთხვევა", – ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას ძმამ, კონსტანტინე გამსახურდიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისის თქმით, მას კითხვები აქვს სასამართლოსთან, თუ რატომ არ მოხდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება ერთ-ერთი ბრალდებულის, თორნიკე ქავთარააძის მიმართ.

„გამოძიებასთან კითხვები არ არის, კითხვები არის მოსამართლესთან, რამდენად კანონიერი და სამართლიანი იყო დანაშაულის ერთ-ერთი მონაწილის გაშვება, რომელმაც არ ითანამშრომლა არც ერთ პუნქტში გამოძიებასთან. რაც შეეხება პეტრე ყუფარაძეს, ის არის ადამიანი, რომელსაც მთელი ამ ხნის მანძილზე თითი ეჭირა ჭრილობაზე, რომ ნაკლები სისხლი დაეკარგა ცოტნეს. ის არ გაქცეულა და ბოლომდე იქ იყო. რაც შეეხება დანაშაულის ინსტრუმენტს, ორივე დანა არის გადაგდებული, სავარაუდოდ, აქ იყო ორი დანა, შეიძლება მეტიც. ისიც არ ვიცით, რამდენი ადამიანი იყო რეალურად ჩართული ამ დანაშაულში და რამდენი ადამიანი ესწრებოდა იმ სერობას, საიდანაც დაიწო. ასევე არ არის ცნობილი, რომელი ჭრილობა რომელი იარაღით არს მიყენებული. ეს ყველაფერი შესწავლილი და გამოძიებული უნდა იყოს“, – განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, საქმეზე დაკავებულთა რაოდენობა გაიზარდოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×